ლილო მოლის იმ რიგში, სადაც კოვიდინფიცირებულები მუშაობდნენ, ამ დროისთვის რამდენიმე დახლი დაკეტილია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ მოვაჭრეებმა განუცხადეს, ინფიცირებულებიდან ერთ-ერთი თბილისში ცხოვრობს. ასევე, მათი თქმით, კოვიდ ტესტი გუშინ, ამ რიგში მომუშავე ყველა მათგანს ჩაუტარდა.
ლილო მოლის მოვაჭრეების ნაწილი ამბობს, რომ ბაზრობის ტერიტორიაზე ყველა წესს იცავენ და შესაბამისად, ბაზრობის ფუნქციონირება საფრთხეს არავისთვის წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირების 8 შემთხვევა ლილოს ბაზრობას უკავშირდება. ბაზრობის ტერიტორიაზე დღეს გაფართოებული სკრინინგი დაიწყო.