შემოსავლების სამსახურმა 2,904 კოლოფი სიგარეტი და 151,4 კგ უაქციზო თუთუნი ამოიღო

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის თანამშომლებმა უაქციზო თამბაქო და დაუფასოებელი თუთუნი გამოავლინეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 18-24 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, უაქციზო საქონლის (ჯამში 2,904 კოლოფი, 240 ღერი უაქციზო სიგარეტი და 151,4 კგ. უაქციზო და დაუფასოებელი თუთუნი) შენახვის ფაქტები გამოვლინდა, აქედან ერთი შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი.