რუსეთი საერთაშორისო ფრენებს 1 აგვისტოდან განაახლებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა განაცხადა.
„გადაწყდა, რომ 1 აგვისტოდან საერთაშორისო ფრენები განახლდება,“- აღნიშნა მიხაილ მიშუსტინმა. მისივე თქმით, რეისები მოსკოვიდან, მოსკოვის რეგიონიდან, სანქტ-პეტერბურგიდან და დონის როსტოვიდან შესრულდება. პრემიერ-მინისტრის მოადგილის, ტატიანა გოლიკოვას განმარტებით, ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ სამ ქვეყანაზე: დიდ ბრიტანეთზე, თურქეთსა და ტანზანიაზე, მაგრამ ქვეყნების ჩამონათვალი თანდათანობით გაიზრდება.
ცნობისათვის, რუსეთმა საზღვრები კორონავირუსის პანდემიის გამო მარტში ჩაკეტა.