ვაკის რაიონს 14 დასასვენებელი სივრცე შეემატა

ვაკის რაიონის გამგეობამ სხვადასხვა უბანში გამწვანებული სივრცეები 14 მისამართზე მოაწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, ექვსი სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები უკვე დასრულდა, რვა მისამართზე კი, პროცესი მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, პროექტები ადგილობრივების თხოვნების საფუძველზე, მათი უშუალო ჩართულობით განხორციელდა.

სამუშაოების შედეგად, სხვადასხვა მისამართზე მოეწყო დასასვენებელი ზონები ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის, საბავშვო-გასართობი მოედნები კომპლექსური ატრაქციონებით, გადახურული პავილიონები. სკვერებში დამონტაჟდა განსხვავებული ტიპის სკამები და სხვა ურბანული ავეჯი. მოეწყო განათებისა და სარწყავი ქსელები. დაირგო სხვადასხვა მცენარე და ბალახი.

დასრულებული დასასვენებელი სივრცეების მოწყობასა და რეაბილიტაციაზე გამგეობის ბიუჯეტიდან 572 300 ლარი დაიხარჯა.