კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს შეახსენებს, რომ კვიპროსის რესპუბლიკის საიმიგრაციო სამსახურის ორგანიზებით, სპეციალური რეისი ლარნაკა-თბილისის მიმართულებით 30 ივლისს შედგება.
როგორც საელჩო „ფეისბუქის“ გვერდზე განმარტავს, რეისს ავიაკომპანია "საქართველოს ავიახაზები" შეასრულებს.
„გამგზავრების დრო: 13:00 საათი (კვიპროსის დროით), ჩაფრენის დრო: 16:10 საათი(საქართველოს დროით). ლარნაკას საერთაშორისო აეროპორტში მგზავრები უნდა გამოცხადდნენ 10:00 საათზე. თითოეულ მგზავრს აქვს 23 კგ-იანი ჩასაბარებელი ბარგისა და 8 კგ-იანი ხელბარგის წაღების უფლება. საქართველოში ჩასვლის შემდეგ ყველა მგზავრი გაივლის 14-დღიან სავალდებულო კარანტინს“, - აღნიშნულია კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.