საქართველოდან ფულადი გზავნილები გაიზარდა - 5 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ფული გადაირიცხა

2020 წლის ივნისში საქართველოდან უცხოეთში 21,900 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,433 მლნ დოლარით მეტია. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის ივნისში ქვეყნიდან უცხოეთში 17,467 მლნ დოლარი გაიგზავნა.

აღსანიშნავია, რომ როგორც შარშან, წელსაც გადარიცხვებში ყველაზე დიდი წილი რუსეთზე მოდის. ივნისში გზავნილების 29% რუსეთში განხორციელდა. ხუთეულშია თურქეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა და სომხეთი.

5 ქვეყანა, სადაც 2020 წლის ივნისში ყველაზე მეტი ფული გადაირიცხა:

  • რუსეთი - 6,411 მლნ დოლარი
  • თურქეთი - 5,852 მლნ დოლარი
  • უკრაინა - 2,039 მლნ დოლარი
  • აზერბაიჯანი - 1,592 მლნ დოლარი
  • სომხეთი - 874.5 ათასი დოლარი

ცნობისთვის, 2020 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 169.2 მლნ აშშ დოლარი (514.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 17.8%-ით (25.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.