საქართველოდან ცოცხალი ცხვრების და თხების ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა

კორნავირუსის პანდემიის მიუხედავად საქართველოდან ცოცხალი თხების და ცხვერების ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა და ბოლო 3 წლის მაქსიმუმს მიაღწია. კერძოდ, 2020 წლის იანვარ-ივნისში ქვეყნიდან 2,231 მლნ დოლარის წვრილფეხა საქონელი გავიდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 317%-ით, 2018 წელთან კი 64%-ით მეტია.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტზე 618.9 ტონა ცოცხალი ცხვარი და თხა გავიდა, საერთო ჯამში 2,231 მლნ დოლარის; 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 162,4 ტონა, ექსპორტიდან შემოსავალმა კი 534,4 ათასი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება 2018 წლის 6 თვეს, იმ პერიოდში საქართველოდან ექსპორტირეტული წვრილფეხა საქონლის მოცულობამ 613,1 ტონა შეადგინა, ჯამში 1,360 მლნ დოლარი.

ამასთან, სატსტატის ცნობით, 2020 წლის იანვარ-ივნისში ყველაზე დიდი რაოდენობით ცოცოხლი ცხვრები და თხები საუდის არაბეთში გავიდა - საერთო ექსპორტის 93% (2,081 მლნ დოლარი) დანარჩენის ექსპორტი კი ყატარში განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ წინა წლებში (2019-2018 წლებში) საუდის არაბეთი მთლიან ექსპორტში მცირე წილით იყო წარმოდგენილი და ძირითადად ცოცხალი წვრილფეხა საქონელი ყატარში, ქუვეითსა და აზერბაიჯანში გადიოდა.