ზაფხულში ღია ცის ქვეშ ფილმების ყურება, განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის პირობებში, საკმაოდ პოპულარული გახდა.
ასეთი კინოთეატრები გაჩნდა მსოფლიოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის, თბილისშიც. თუმცა ეს ახალი არ არის და ზოგიერთ ქალაქში მას დიდი ხნის ტრადიცია აქვს.
Euronews წარმოგიდგენთ 2020 წლის ევროპის 10 საუკეთესო ღია ცის ქვშა თეატრსა და კინოთეატრს:
ვენის ფილმების ფესტივალი, ავსტრია
ყოველ ზაფხულს, ივლისისა და აგვისტოში, ვენაში ფილმების ფესტივალი იმართება. ადგილობრივებსა და ტურისტებს საშუალება აქვთ ცხელი დღის შემდეგ უზარმაზარ ეკრანზე ფილმებსა და მიუზიკლებს უყურონ.
Cine Naxos, საბერძნეთში
ეგეოსის ზღვის კუნძულ ნაქსოსზე, რომელიც პოპულარულ ტურისტულ მიმართულებას წარმოადგენს, ზაფხულში ფილმების ფესტივალი ეწყობა. ცხელი დღის შემდეგ გამაგრილებელი სასმელით ფილმების სანახავად Cine Naxos-ს უამრავი დამსვენებელი სტუმრობს.
Cambridge greats, გაერთიანებული სამეფო
კემბრიჯში ფილმების ფესტივალი ზაფხულის თითოეულ საღამოს იმართება. კინოს ბილეთის ღირებულება 15 ფუნტ სტერლინგს შეადგენს.
Great Yarmouth, გაერთიანებული სამეფო
ბრიტანეთის ქალაქ Great Yarmouth ზაფხულის განმავლობაში განსაკუთრებით საინტერესოა ბავშვებისთვის. აქ ყოველდღიურად სპეციალურად მცირეწლოვნებისთვის საბავშვო ფილმების ჩვენება ეწყობა. ოჯახებს შეუძლიათ ფილმებს ერთად ავტომობილიდან უყურონ.
ღია ცის ქვეშა თეატრი, ბოლონია, იტალია
ბოლონიაში Piazza Maggiore-ის ქუჩაზე კლასიკური ფილმების ფესტივალი ყოველ ზაფხულს იმართება. აღსანიშნავია, რომ მსურველებს ფილმის ყურება სრულიად უფასოდ წინასწარი რეგისტრაციის შემთხვევაში შეუძლიათ.
ღია ცის ქვეშ თეატრი, საბერძნეთი
საბერძნეთის კუნძულ სანტორინიზე, ქალაქ კამარიში ღია ცის ქვეშ ფილმების ჩვენება ყოველ საღამოს იმართება. მაყურებლებს კინოთეატრთან არსებული რესტორენები ადგილობრივ ღვინოსაც სთავაზობენ.
Minack Theatre, გაერთიანებული სამეფო
Minack Theatre ინგლისის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. აქ სხვადასხვა ჟანრის თეატრალური წარმოდგენები ყოველ საღამოს იმართება. თეატრიდან ულამაზესი ზღვის ხედი იშლება.
Dream on the green, გაერთიანებული სამეფო
Dream on the green კომედიური შოუს სახელწოდებაა, რომელიც ინგლისის ქალაქ ვარვიკშირში ადგილობრივი მსახიობები 31 ივლისსა და 1 აგვისტოს გამართავენ.
Alexandra Palace drive-in, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
Alexandra Palace drive-in ლონდონის გარეუბანში მდებარე ღია ცის ქვეშა კინოთეატრია, სადაც მსურველებს დასწრება ავტომობილის მეშვეობით შეუძლიათ. 1 ავტომობილის შესვლის საფასური 27 ფუნტ სტერლინგს შეადგენს.
The New Normal, გაერთიანებული სამეფო
The New Normal- ლონდონში მცხოვრები ახალგაზრდების ჯგუფია, რომელიც კომედიური ჟანრის შოუებს უკვე წლებია მართავს. წელს მათი წარმოდგენები 3-დან 31 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.