სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის პირველ ნახევარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 053.9 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.2%-ით ნაკლებია.
საანგარიშო პერიოდში, სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 332.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 184.1 მლნ. დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 117.6 მლნ. აშშ დოლარით (7.8 პროცენტი).
რაც შეეხება საიმპორტო პროდუქტებს, 2020 წლის იანვარ-ივნისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 289.9 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.2 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 234.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 231.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.5 პროცენტი).