ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც საქართველოში ცნობილი მსოფლიო ბრენდების პროდუქციას შეკერავს

მსოფლიოს ცნობილი სპორტული ბრენდების - Nike-ს, Adidas-ს, Puma-ს, Lotto-ს, Erima-ს პროდუქცია საქართველოში შეიკერება.

აღნიშნულ პროდუქციას ბრენდებს შპს „ქართლი ტექსტილი“ მიაწვდის.

ეს საწარმო რუსთავში შენდება და 4 თვეში სრული დატვირთვით ამუშავდება. ამასთან, სწორედ ამ საწარმოში შეკრეილი უნიფორმებით ითამაშებენ 2021 წელს, ლივერპულის, ჩელსის და დორტმუნდის გუნდები.

რაც შეეხება თავად კომპანიას, საწარმო მიმდინარე წლის იანვარში დარეგისტრირდა. კომპანიის 50-50%-იანი წილის მფლობელები ჯემალ და ქემალ ბილგინგულლუოღლუები არიან, საწარმოს დირექტორები კი გია ლომინაძე და დათო ჯაიანი.

საწარმო - „ქართლი ტექსტილი" „აჭარა ტექსტილს" ეკუთვნის, რომელსაც ბათუმში, ფოთსა და ქობულეთში სამი სამკერვალო ფაბრიკა აქვს. „აჭარა ტექსტილი" წლიურად 15 მლნ-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებასა და ექსპორტს ახორციელებს. ის თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან, როგორებიცაა: Nike, ADIDAS, Puma და ა.შ. დასაქმებულია 3500 ადამიანი. თავის მხრივ შპს „აჭარა ტექსტილე“ საქართველოში 2010 წლიდან ფუნქციონირებს და მისი 100%-იანი წილის მფლობელი არის - ს.ს "აბაი ულუსლარარასი თექსთილ თურიზმ ვე იათირიმ თიჯარეთ".

თაია არდოტელი