ყველაზე გავრცელებული მეთოდები, როგორ ითვისებენ უკანონოდ მოხუცების ქონებას?

ყვე­ლა ჩვენ­განს ერთხელ მა­ინც სმე­ნია შემ­თხვე­ვა, როცა სხვა ადა­მი­ანს, გან­სა­კუთ­რე­ბით, ასა­კო­ვანს სახ­ლი მო­ტყუ­ე­ბით გა­უ­ყი­დეს ან გა­და­ი­ფორ­მეს, უკან დაბ­რუ­ნე­ბა კი შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და.

ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი ძა­ლი­ან ხში­რია და სამ­წუ­ხა­როდ, არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი ხან­და­ხან და­უს­ჯე­ლე­ბიც რჩე­ბი­ან-ხოლ­მე.

ად­ვო­კა­ტე­ბი, რო­მელ­თაც მსგავს საქ­მე­ებ­ზე მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ, გან­მარ­ტა­ვენ, რომ მსგავ­სი თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პლი ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი ძი­რი­თა­დად, მა­თი­ვე გა­რე­მოც­ვის მხრი­დან ხდე­ბი­ან-ხოლ­მე, რომ­ლე­ბიც მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბას ჰპირ­დე­ბი­ან, შემ­დეგ კი პი­რო­ბას არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად ას­რუ­ლე­ბენ.

იუ­რი­დი­უ­ლი კომ­პა­ნია OK&CG-ის დი­რექ­ტო­რის ად­ვო­კატ და­ვით მუმ­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ასეთ საქ­მე­ებ­ზე სა­სა­მარ­თლო და­ვე­ბი წლო­ბით იწე­ლე­ბა და სა­ხელ­მწი­ფოს არა­ე­ფექ­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბი­სა თუ ამ კუ­თხით სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ბა­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბის გამო, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი სა­მარ­თალს ვერ პო­უ­ლო­ბენ.

„ამ ვი­თა­რე­ბა­ში და­ზა­რა­ლე­ბულ პი­რე­ბად ძი­რი­თა­დად გვევ­ლი­ნე­ბი­ან ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მი­სა­კუთ­რე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის მხრი­დან მო­ტყუ­ე­ბის ან/და შეც­დო­მა­ში შე­წყვა­ნის შე­დე­გად კარ­გა­ვენ კუთ­ვნილ უძ­რავ ქო­ნე­ბებს, რიგ შემ­თხვე­ვა­ში ერ­თა­დერთ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს.

ასეთ ქმე­დე­ბებ­ში კი ძი­რი­თა­დად, ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან მე­სა­კუთ­რის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ნა­თე­სა­ურ კავ­შირ­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი. ისი­ნი ბო­რო­ტად სარ­გებ­ლო­ბენ იმ ფაქ­ტო­რით, რომ ახლო ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მე­სა­კუთ­რე მათ ენ­დო­ბა. რო­გორც წესი, ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი მე­სა­კუთ­რეს ატყუ­ე­ბენ, თით­ქოს­და მისი ხელ­მო­წე­რა ესა­ჭი­რო­ე­ბათ მკურ­ნა­ლო­ბის, პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბის აღე­ბის, ფარ­თში რე­გის­ტრა­ცი­ის ან სხვა ახვა აფ­სურ­დუ­ლი მი­ზე­ზით, რე­ა­ლუ­რად კი ხელს აწე­რი­ნე­ბენ ჩუ­ქე­ბის, ნას­ყი­დო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს და რიგ შემ­თხვე­ვა­ში­მინ­დო­ბი­ლო­ბა­ზე­ქო­ნე­ბის გან­კარ­გვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბის შე­სა­ხებ. სამ­წუ­ხა­როდ, ასა­კო­ვან ადა­მი­ა­ნებს მა­ღა­ლი ნდო­ბის გამო ეჭვი არ შე­აქვთ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა­ში და წა­უ­კი­თხა­ვად აწე­რენ ხელს ამ დო­კუ­მენ­ტეს“, - გან­მარ­ტავს და­ვით მუმ­ლა­ძე. იხილეთ სრულად