თეთრი სახლი და რესპუბლიკელი სენატორები ტრილიონიან ეკონომიკურ პაკეტზე შეთანხმდნენ

თეთრი სახლი და რესპუბლიკელი სენატორები შეთანხმდნენ ახალ პაკეტზე, რომელიც გათვლილია პანდემიით დაზარალებული ამერიკის ეკონომიკის აღდგენაზე. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ იუწყება.

როგორ ჟურნალისტებს თეთრი სახლის წარმომადგენელმა მარკ მედოუზმა განუცხადა, კანონპროექტთან დაკავშირებით მხოლოდ რამდენიმე საკითხი რჩება გასარკვევი და მათ მალევე გადაწყვეტენ.

მანამდე კვირას ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი Fox News-ის ეთერში აცხადებდა, რომ რესპუბლიკელები აპირებდნენ ეკონომიკის სტიმულერების 1-ტრილიონიანი გეგმის წარდგენას. მისივე თქმით, სენატისა და თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხედვები ამ საკითხზე ემთხვევა ერთმანეთს, თუმცა ცალკეული საკითხების გადაჭრა უნდა მოხდეს კონგრესში დემოკრატებთან.

როგორც მანამდე პორტალი Axios იუწყებოდა, კანონპროექტში დიდი ყურადრება ეთმობა საგანმანათლებლო სფეროს და სასწავლო დაწესებულებებისადმი ფინანსური დახმარების გამოყოფას, იმისათვის, რომ მათ შემოდგომაზე შეძლონ სწავლის განახლება. აქვეა სახსრების გამოყოფაზე საუბარი სამედიცინო რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობისთვის, როგორც სასწავლო, ასევე სამედიცინო დაწესებულებებში და სასტუმროებში. რესპუბლიკელები ასევე სთავაზობენ პაკეტს კორონავირუსზე ამერიკელების ტესტირებისთვის და ვაქცინის შესაქმნელად სახსრების გამოსაყოფად. ის მოიცავს საგადასახადო შეღავათებს საწარმოებისთვის, რომლებიც მუშაობენ ვაქცინებზე.

კოკა კვირკველია