ლენტეხში სტიქიას ებრძვიან. მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ 6 სოფელი დააზარალა. ჩაკეტილია გზები, დაზიანებულია მოსახლეობის სახნავ-სათესი ფართობები და სოფლების ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
დაზარალებულ სოფლებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც არსებულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან და მოსახლეობას დახმარებას ჰპირდებიან.