ახალი თვითმფრინავების Boeing 777X-ის მიწოდება ერთი წლით შეფერხდება

ამერიკული აეროკოსმოსური კორპორაცია Boeing-ი ახალი ფართოფიუზელაჟიანი თვითმფრინავის - Boeing 777X-ის მიწოდების დაახლოებით, ერთი წლით გადავადებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გადავადება განპირობებულია თვითმფრინავებზე მოთხოვნის მკვეთრი ვარდნით, რომელიც გამოიწვია კორონავირუსის პანდემიამ, რამაც თავის მხრივ პრაქტიკულად პარალიზება მოახდინა საჰაერო სამგზავრო გადაზიდვების. Boeing-ი აღნიშნული გადაწყვეტილების გახმოვანებას ამ კვირაში გეგმავს, იმ დროს, როცა ოფიციალურად წარადგენს მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ფინანსურ ანგარიშს.

ცნობისათვის, მიმდინარე წლის მაისში Boeing 777X-ის ახალი საცდელი ფრენა განხორციელდა შტატ ვაშინგტონში, ის თითქმის სამი საათი გაგრძელდა. კორპორაციაში აცხადებენ, რომ 777X არის ყველაზე მსხვილი და ამავდროულად ეფექტური ლაინერი საწვავის ხარჯვის კუთხით. ლაინერის სიგრძე 77 მეტრია და ის 426 მგზავრზეა გათვლილი.

კოკა კვირკველია