ჰონგ-კონგში ორზე მეტი პირის შეკრება იკრძალება

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ჰონგ-კონგში ახალი შეზღუდვები წესდება.

მედიის ინფორმაციით, ქალაქში ორზე მეტი პირის შეკრება ნებადართული არ იქნება, როგორც ღია, ასევე დახურული ტიპის საჯარო სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება და რესტორნებში სადილობა აიკრძალება.

შეზღუდვები ძალაში ოთხშაბათიდან შევა.

ცნობისათვის, პანდემიის გავრცელების დღიდან ჰონგ-კონგში კორონავირუსის 2 600-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 20 ადამიანი.