„საქართველოს რკინიგზა“ შიდა ტურიზმის მხარდაჭერას განაგრძობს. 28 ივლისს, თბილისი-ოზურგეთის რეისზე, მგზავრებს საინტერესო ამბებს ზურა შევარდნაძე მოუყვება.
„რა უნდა ნახოთ ისტორიულ გურიაში, ვინ უნდა გიმასპინძლოთ და რომელია ის ადგილები, სადაც აუცილებლად უნდა წახვიდეთ - გურიის მატარებლის გზამკვლევი აქამდე უცნობ ისტორიებს გაგაცნობთ. აღმოაჩინე საქართველო - რკინიგზასთან ერთად, პროექტის ფარგლებში „საქართველოს რკინიგზა“ მაგისტრალურ რეისებზე მთელი სეზონის განმავლობაში მგზავრებს საინტერესო გიდებს მატარებელში დაახვედრებს. მოგვიანებით კი საინფორმაციო ვიდეო რგოლებს მოამზადებს. მნიშვნელოვანია მგზავრებმა გაითვალისწინონ, რომ მგზავრობის პროცესში იქნება გადაღების პროცესი“, - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ გავრცელებულ ინფორმაციაში.