საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი ივლისისათვის 28.77 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 549.44 მლნ ლარით, ანუ 1.95%-ით მეტია პირველი ივნისისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.30%-ით მეტი).
ერონული ბანკის ინფორმაციით, ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 291.09 მლნ ლარით, ანუ 2.24%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.72%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 258.35 მლნ ლარით, ანუ 1.70%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 3.95%-ით).
ამასთან, სებ-ის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ივლისისთვის 38.59 პროცენტი შეადგინა. პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 2.68 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 1.80 პროცენტული პუნქტით).
ივნისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.18% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.67%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.57%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.46%, ხოლო ევროს წილმა 14.18% შეადგინა.