პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის ივნისში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა 1,369.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც მაისთან შედარებით 458.5 მლნ ლარით ნაკლებია, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები წინა წლის ივნისთან შედარებით 376 მლნ ლარით მეტია.
შემოსულობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების მიმოხილვა, რაზეც ივნისში მიღებული შემოსავლების 91.9%, ხოლო მთლიანი შემოსულობების 43.8% მოდის.
ივნისში სახელმწიფო ბიუჯეტმა გადასახადებიდან 600.5 მლნ ლარი მიიღო, რომელიც მაისის მაჩვენებელზე 53.5 მლნ ლარით და აპრილის მაჩვენებელზე 62.1 მლნ ლარით ნაკლებია.
რაც შეეხება 2020 წლის ივნისში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულ გადასახდელებს, მისმა ოდენობამ 1,345 მლრდ ლარი შეადგინა, რაც მაისის მაჩვენებელს 268 მილიონი ლარით აღემატება, ხოლო 2019 წლის ივნისის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 179.2 მლნ ლარით. ამასთან, გადასახდელის ყველაზე დიდ კომპონენტს ხარჯები შეადგენს. იგი ივნისში გაწეული მთლიანი გადასახდელების 74.2%-ია.
ნოდარ სირბილაძე