დაბალბიუჯეტიანმა ირლანდიურმა ავიაკომპანია Ryanair-მა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 185 მილიონი ევროს ოდენობის ზარალი ნახა.
„გასული კვარტალი კომპანიის 35-წლიან ისტორიაში ყველაზე რთული იყო. კოვიდ 19-ის გამო ავიაკომპანიის თითმფრინავების უმეტესობას თითქმის 4 თვის განმავლობაში, მარტის შუა რიცხვებიდან ივნისის ბოლომდე არ უფრენიათ, რადგან ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებმა შეზღუდვები დააწესეს მოგზაურობაზე და გამოაცხადეს კარანტინი“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, მგზავრების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 99 პროცენტით შემცირდა. რაც შეეხება მოგებას, კომპანიის ინფორმაციით, 2019 წლის პირველ კვარტალში Ryanair-ის სუფთა მოგებამ 243 მილიონი ევრო შეადგინა.