სარფში არადეკლარირებული მედიკამენტები აღმოაჩინეს

სარფში არადეკლარირებული მედიკამენტები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან.

მათივე ცნობთ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის კ.ლ-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული მედიკამენტები (5,8 კგ.) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4,700 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, კანონდარღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 4700 ლარის ოდენობით შეეფარდა.