Google-ს  200 ათასი თანამშრომელი დისტანციურად კიდევ ერთი წლის განმავლობაში იმუშავებს

Alphabet-სა და მის დაქვემდებარებაში მყოფ ყველა კომპანიაში, მათ შორის, Google-ში დასაქმებულები დისტანციურად კიდევ ერთი წლის განმავლობაში, 2021 წლის ივლისამდე იმუშავებენ. საუბარია, დაახლოებით 200 000 დასაქმებულზე. როგორც The Wall Street Journal (WSJ) წყაროზე დაყრდნობით წერს, ეს გადაწყვეტილება Alphabet-ის ხელმძღვანელი სუნდარ პიჩაიმ მიიღო.

როგორც ცნობილია, Alphabet-ის თანამშრომლები დისტანციურ სამუშაოზე კორონავირუსის პანდემიის გამო გადავიდნენ. მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დასაქმებულების ნაწილი ჩვეულ სამუშაო გრაფიკს 2020 წლის ივლისში დაუბრუნდებოდა, ნაწილი კი ეტაპობრივად წლის ბოლომდე. თუმცა დღეს კორონავირუსის ფაქტების ზრდასთან დაკავშირებით კომპანიის ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დისტანციური რეჟიმი კიდევ ერთი წლით გაეხანგრძლივებინა.

WSJ აღნიშნავს, რომ დისტანციური სამუშაო გრაფიკი არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ გაერთიანებული სამეფოში, ინდოეთში, ბრაზილიასა და სხვა ქვეყნებში დასაქმებულებს შეეხებათ.