ამერიკულმა კომპანიამ Facebook-მა ევროპულ სასამართლოში ევროკავშირის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. როგორც Financial Times წერს, სოციალური ქსელი ევროკავშირს თანამშრომლების პირად ცხოვრებაში შეჭრაში ადანაშაულებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, კომპანიაში ფიქრობენ, რომ ევროკავშირის მარეგულირებლებმა ორი ანტიმონოპოლიური გამოძიების ფარგლებში გამოითხოვა კომპანიიდან ინფორმაცია, რომლის მიწოდებაც შეუძლია თანამშრომელთა პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალურობის დარღვევა. გამოცემა წერს, რომ ევროკავშირმა მოითხოვა კომპანიისგან ყველა დოკუმენტი, რომლებშიც ნახსენები იყო რამდენიმე საკვანძო ფრაზა და სიტყვა, ისეთი როგორიცაა: „დიდი კითხვა“, „უფასოდ“, „ჩვენთვის შეუსაბამოა“ და „გამორთვა“. Facebook აცხადებს, რომ ეს მოითხოვს ძალიან დიდი მოცულობის ინფორმაციის გადაცემას, რომელთა ნაწილი თანამშრომელთა პირადი ინფორმაციაა, მათ შორის სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტები.
გაზეთის ცნობით, სარჩელის განხილვა სექტემბერში მოხდება.
როგორც ცნობილია, ევროპული მარეგულირებელი იძიებს Facebook-ის მხრიდან აგრესიული მარკეტინგული სტრატეგიის გამოყენების შესაძლებლობას, სარეკლამო ბაზარზე უპირატესობის მოპოვების მიზნით.