კრიპტოვალუტა ბიტკოინის კურსი 2019 წლის აგვისტოს შემდეგ პირველად გასცდა 11 000-დოლარიან ნიშნულს. აღნიშნულის შესახებ მოწმობს ციფრული ვალუტის პორტალი Coinmarketcap.
ამ დროისთვის ბიტკოინის კაპიტალიზაცია შეადგენს 207,2 მილიარდ დოლარს.
ბიტკოინი ეს არის ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული სისტემის ციფრული ვალუტა, რომლის „მოპოვება“ შეუძლია სისტემის მონაწილე ნებისმიერ ადამიანს. ამისთვის საჭიროა ახალი ბლოკ-სისტემების შექმნა.
კონცეფცია თავდაპირველად 2008 წელს გამოქვენდა და მისი ავტორია საატოსი ნაკამოტო. თუმცა ბიტკოინის პოპულარობის პიკი მხოლოდ ბოლო წლებში დაფიქსირდა. ბიტკოინის ემისია ჩვეულებრივი მეთოდით შეზღუდულია და ამ დროისთვის ბიტკოინების დიდი ნაწილი უკვე „მოპოვებულია“.