გერმანიის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი - Deutsche Bank - შეწყვეტს ფინანსურ მხარდაჭერას ყველა ტიპის პროექტისადმი, რომელიც ქვანახშირის მოპოვებასთან იქნება დაკავშირებული. აღნიშნული პროექტის დასრულებას ბანკი 2025 წლისთვის გეგმავს. როგორც ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ის ასევე დაუყოვნებლივ აჩერებს ყველა ტიპის დაფინანსებას არქტიკაში ნავთობისა და გაზის მოპოვების ახალ პროექტებზე.
„ახალი პოლიტიკა ქმნის მკაცრ ჩარჩოებს ჩვენს საქმიანობაში სანავთობო, გაზისა და ქვანახშირის სექტორში“ - ნათქვამია ბანკის გენერალური დირექტორის კრისტიანა ზევინგის განცხადებაში.
მისი აზრით, Deutsche Bank შეიტანს საკუთარ წვლილს ევროკომისიის ამოცანაში, რომ 2050 წლისთვის ევროკავშირის ეკონომიკა ნულოვან ემისიებზე გადავიდეს.
წლის ბოლომდე Deutsche Bank-ი გადახედავს ურთიერთობას ევროპისა და ამერიკის ენერგეტიკულ კომპანიებთან, რომლებიც 50%-ზე მეტად არიან დამოკიდებულნი ქვანახშირზე. ბანკი გეგმავს ფინანსების გამოყოფას მხოლოდ იმ კომპანიებისთვის, რომელთაც ექნებათ გეგმა ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიცირების. აზიური კომპანიების გადამოწმება კი 2022 წლიდან იგეგმება.