კუს ტბის საბაგირო გზა, რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოების გამო, 29 ივლისს მგზავრებს ვერ მოემსახურება.
ამის შესახებ თბილისის მერიიდან იუწყებიან.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, კუს ტბის საბაგირო გზა მუშაობას ჩვეული რეჟიმით 30 ივლისს განაახლებს.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!“- ნათქვამია ინფორმაციაში.