ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკიდან იუწყებიან.
მათი ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.
„მოთხოვნამ 141 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.440 პროცენტით, მაქსიმალური 8.690 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.556 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.