ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ10-კმ41 მონაკვეთზე ხევების ადიდების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

„უხვის ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ10-კმ41 მონაკვეთზე ხევები ადიდდა, რის შედეგადაც მოსალოდნელია ღვარცოფი. აღნიშნულის გამო, გზის ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.