Goldman Sachs ოქროს 2 300 დოლარამდე გაძვირებას პროგნოზირებს

Goldman Sachs-ის-ის პროგნოზით მომავალი 12 თვის განმავლობაში ოქროს ფასი 15%-ით გაიზრდება, ამასთან, მოლოდინია, რომ ძვირფასი ლითონის ერთი უნციის ღირებულება 2 300 დოლარს მიაღწევს. - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიზნესინსაიდერი“ ავრცელებს.

რაც შეეხება ვერცხლს, ბანკის ანალიტიკოსების პროგნოზით, მომავალ 12 თვეში უნცია ვერცხლის ფასი 36%-ით გაიზრდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი უნცია ვერცხლის ფასი 30 დოლარს გაუტოლდება.

ფასების ზრდის მოლოდენები ოქროსა და ვერცხლზე განპირობებულია ნეგატიური მოლოდინებით, კერძოდ კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღის საშიშროების გამო.

შეგახსენებთ, რომ ერთი უნცია ოქროს ფასი დღეს 1937.5 დოლარი გახდა, ხოლო უნცია ვერცხლის ფასი 23.80 დოლარი.