„ქართული განათლების სისტემა ვერ ახერხებს სამუშაო ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი კურსდამთავრებულების მომზადებას“

„ქართული განათლების სისტემა ჯერ კიდევ ვერ ახერხებს სამუშაო ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი კურსდამთავრებულების მომზადებას,“ - ამის შესახებ galt&taggart-ის კვლევაშია აღნიშნული.

„საქართველოში კერძო განათლების წილი მაღალია რეგიონის ქვეყნებთან შედარებით. სექტორში არსებული პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, საქართველოში მოსწავლეთა აკადემიური შედეგები არასახარბიელოა საერთაშორისო კვლევების მიხედვით (TIMSS, PIRLS, PISA და ა.შ.).

ამასთან, განათლების სისტემა ჯერ კიდევ ვერ ახერხებს სამუშაო ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი კურსდამთავრებულების მომზადებას:

  • 15-დან 24 წლამდე ასაკის მოსახლეობაში ყოველი მეოთხე არც დასაქმებულია და არც სწავლობს;
  • ახალგაზრდების უმუშევრობის ალბათობა 2-2.5-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე მათი მშობლების;
  • უნარების დეფიციტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა,“-ნათქვამია კვლევაში.
თაია არდოტელი