მდინარე ლათქიშორას ადიდების შედეგად, ონის სოფელ ღებში მისასვლელი გზა დაიტბორა

ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღებში მდინარე ადიდდა. ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარე ლათქიშორამ სოფელ ღებთან მისასვლელი გზა დატბორა.

ონის მერის მოვალეობის შემსრულებლის დავით ჩიკვაიძის თქმით, ამ დროისთვის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, არ დატბორილა სახლები.

მისივე განცხადებით, დაიტბორა რადენიმე მიწის ნაკვეთი.