საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1155 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 2 პაციენტი - სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 929-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 6489 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 337.