საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სოფელ ნაკიეთთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ118 მონაკვეთზე (სოფ.ნაკიეთი) უხვი ნალექის შედეგად ჩაწყდა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია”,-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.