საპარტნიორო ფონდი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ საწყის გასაყიდ ფასს დაახლოებით 8 მილიონი დოლარით ამცირებს.
როგორც ფონდში განაცხადეს, „ბორჯომი-ლიკანის“ საწყისი ფასი აუქციონზე, რომელიც სასტუმროს გაყიდვის მიზნით მეორედ ცხადდება, 30 მილიონ დოლარამდე იქნება. რაც შეეხება აუქციონის გამოცხადების თარიღს, საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, რომ აუქციონი აგვისტოში გამოცხადდება.
შეგახსენებთ, სასტუმროს გაყიდვის მიზნით საჯარო აუქციონი 2019 წლის 6 დეკემბერს ჩატარდა, თუმცა სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ შესყიდვით, არცერთი ინვესტორი არ დაინტერესებულა.
საპარტნიორო ფონდი 2018 წლიდან სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ 100%-იანი წილის მფლობელია. გამოცხადებულ აუქციონზე სასტუმროს მინიმალური საწყისი ფასი 37 565 408 აშშ დოლარი იყო.