Top-10 ქვეყანა, სადაც საქართველო ღვინოს ყიდის

საქართველო მსოფლიოში ღვინის Top-ექსპორტიორი ქვეყნების ოცეულშია. ღვინის ამერიკული ასოციაციის (AAWE) მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელს საქართველომ ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მე-16 ადგილი დაიკავა. ამავე მონაცემებით, საქართველო მოწინავე ადგილზეა მთლიან ექსპორტში ღვინის ექსპორტის წილითაც და ის 5.9%-ს შეადგენს.

2019 წელს ექსპორტირებული ღვინის თითქმის 60% რუსეთზე მოდის. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მეორე ადგილზეა უკრაინა - 10,3%-იანი წილით, მესამეზე კი ჩინეთი, სადაც 2019 წელს ექსპორტირებული ღვინის 8,4% შევიდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ Top-10 ქვეყანას, სადაც 2019 წელს საქართველომ ყველაზე დიდ მოცულობით ღვინო გაყიდა:

  • რუსეთი - 133,225 მლნ დოლარი
  • უკრაინა - 23,052 მლნ დოლარი
  • ჩინეთი - 18,863 მლნ დოლარი
  • პოლონეთი - 9,040 მლნ დოლარი
  • ყაზახეთი - 8,489 მლნ დოლარი
  • ბელორუსი - 7,223 მლნ დოლარი
  • ლატვია - 3,677 მლნ დოლარი
  • აშშ - 2,981 მლნ დოლარი
  • გერმანია - 2,145 მლნ დოლარი
  • ლიეტუვა - 1,661 მლნ დოლარი