აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინის სავარაუდო ფასი დასახელდა

ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna აპირებს მის მიერ შექმნილ კორონავირუსის ვაქცინის ფასი ერთ კურსზე 50-60 დოლარის ოდენობით განსაზღვროს, რაც ერთჯერად დოზაზე 25-30 დოლარს ნიშნავს. ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი (FT) საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით აღნიშნული ფასი გათვლილია როგორც შტატებზე, ასევე ისეთ ქვეყნებზე, სადაც ცხოვრების მაღალი დონეა და მაღალშემოსავლიანი მოსახლეობა ცხოვრობს.

ამასთან, სხვა კომპანიები, რომლებიც ასევე მუშაობენ ვაქცინაზე, საკუთარ პროდუქტს უფრო იაფ ფასს ადებენ. ამერიკული Pfizer და გერმანული BioNTtech, რომლებიც შეუთანხმდნენ ამერიკის ხელისუფლებას 100 მილიონი დოზის მიწოდებაზე, საკუთარ ვაქცინებს 19,5 დოლარად აფასებენ ერთ დოზას, ხოლო ბრიტანულ-შვედური AstraZeneca მხოლოდ 3-4 დოლარად.

ცნობისათვის, Moderna-მ ორშაბათს გამოაცხადა, რომ ის საკუთარი ვაქცინის კლინიკური ცდების მესამე ფაზაზე გადავიდა. მასში მონაწილეობას 30 ათასი მოხალისე მიიღებს და ეს არის უდიდესი ციფრი კორონავირუსის ნებაყოფლობით ტესტირებაზე.

კოკა კვირკველია