Kodak-ი ჯენერიკების წარმოებას იწყებს

ამერიკის ხელისუფლებამ კომპანია Kodak-თან შეთანხმებას მიაღწია. საუბარია, ქვეყანაში არასაფირმო წამლების მეოთხედის წარმოებაზე. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრიფინგზე განაცხადა.

„მოხარული ვარ გამცნოთ ერთი უმნიშვნელოვანესი შეთანხმების შესახებ ამერიკის ფარმაცევტულ მრეწველობაში. ჩემმა ადმინისტრაციამ მიაღწია ისტორიულ შეთანმხმებას დიდებულ ამერიკულ კომპანიასთან. თქვენ ის გახსოვთ ძველი ფირების ფოტოაპარატების წარმოებით და ის ახლა დაიწყებს ფარმაცევტული ინგრედიენტების წარმოებას. ეს არის Kodak-ი და ეს მოხდება აქ, ამერიკაში“ - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, კომპანია მზადაა აწარმოოს მედიკამენტები, რომლებიც არაა დაპატენტებული შტატებში, ანუ ბრენდული მედიკამენტების ანალოგების წარმოებას, იმავე შემადგენლობით.

"ყველა რეცეპტის 90%, რომლებსაც წერენ ამერიკელი ექიმები, მოდის არასაფირმო წამლებზე, არასაფირმო წამლებს კი შეუძლიათ იყოს ისეთივე ეფექტური, როგორც საფირმო მედიკამენტებს, თუმცა ამავდროულად ისინი ბევრად იაფი ღირს“, - დასძინა მან.

ამერიკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ხდება ამერიკაში წარმოების დაბრუნების ფარგლებში. მან ხაზი გაუსვა, რომ ამ დროისთვის ამერიკაში არასაფირმო მედიკამენტების ნახევარი ინდოეთიდან და ჩინეთიდან შემოდის.

კოკა კვირკველია