საქართველოს ეკონომიკური თავისუფლება 2020 წელს 1.2 ქულით გაუმჯობესდა-Heritage Foundation

Heritage Foundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ კვლევის მიხედვით 2020 წელს საქართველოს ეკონომიკური თავისუფლება 1.2 ქულით გაუმჯობესდა და მთლიანობაში 77.1 ქულა შეადგინს.

ამ შედეგით საქართველო 180 ქვეყანას შორის მე-12 ადგილს იკავებს. შეგახსენებთ, რომ 2019 წელს საქართველო ამ რეიტინგში მე-19 პოზიციაზე იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სარეიტინგო ქულა 12 კომპონენტიდან 5 კომპონენტში გაუმჯობესებულია:

  • სასამართლო ეფექტურობა 57.9 ქულა (ზრდა წინა წელთან შედარებით 3.3 ქულა)
  • მონეტარული თავისუფლება 78.3 ქულა (ზრდა წინა წელთან შედარებით 2.3 ქულა)
  • ფისკალური მდგრადობა 94.4 ქულა (ზრდა წინა წელთან შედარებით 0.5 ქულა)
  • მთავრობის კეთილსინდისიერება 64.8 ქულა (ზრდა წინა წელთან შედარებით 6.3 ქულა)

ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2020 წლის ინდექსში შემცირდა ისეთი კომპონენტების ქულები, როგორებიცაა:

  • ბიზნესის თავისუფლება 85.3 ქულა (კლება წინა წელთან შედარებით 0.5 ქულა)
  • შრომითი თავისუფლება 76.3 (კლება წინა წელთან შედარებით 0.3 ქულა)

რაც შეეხება მთლიან რეიტინგს, ლიდერ პოზიციაზე უცვლელად სინგაპური, ჰონგ-კონგი და ახალი ზელანდია რჩება.

შეგახსენებთ, რომ Heritage-ს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ეყრდნობა ისეთ წყაროებს, როგორებიცაა: გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი, მსოფლიო მართლმსაჯულების ინდექსი და კორუფციის აღქმის ინდექსი.

ნოდარ სირბილაძე