რაჭაში სტიქიის ადგილზე პრემიერ- მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი იმყოფება.
ის სამთავრობო გუნდთან ერთად მიყენებულ ზარალს გაეცნო.
„პრემიერ-მინისტრის დავალებით სპეციალური ჯგუფი ჩამოვედით, პირველ რიგში, ვერტმფრენით დავათვალიერეთ სტიქიის ზონა. ადიდებულია ყველა მცირე შენაკადი, რომელიც რიონს უერთდება, თუმცა ამ ეტაპისთვის რიონი კალაპოტშია. რაც შეეხება სოფლებს, 11 ხიდია დაზიანებული და 12 სოფელი კი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, ხოლო ორიათასამდე ადამიანი, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ჩვენი ჯგუფი ორ ნაწილად გაიყო, მე ამ ეტაპზე მაშველებთან ერთად ვიმყოფები. დიდი რაოდენობით ტექნიკაა მობილიზებული, რომლებიც გზის აღდგენას იწყებენ. გადაუდებელი მდგომარეობის შემთხვევაში, სტიქიის ზონაში დარჩენილი ტურისტების გამოყვანა ვერტმფრენით მოხდება. რამდენიმე სახლია დაზიანებული, ზარალის დათვლა ჯერ არ მომხდარა, თუმცა საკმაოდ დიდია და აუცილებლად დავეხმარებით მაქსიმალურად ყველას. რაც მთავარია, მოსახლეობა ამ ეტაპზე უსაფრთხოდაა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.