270,4 მლნ ლარი წელიწადში - რა თანხა გაიცა საბიუჯეტო დაწესებულებებში პრემია-დანამატებზე

2019 წელს სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულთა პრემია-დანამატებზე ჯამში 270,4 მლნ ლარი გაიცა, აქედან, 35,9 მლნ პრემიაზე, ხოლო 234,5 მლნ დანამატზე მოდის.

ბიუჯეტის მონიტორის სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში პრემია-დანამატების საერთო მოცულობამ 234,4 მლნ ლარი შეადგინა (პრემია - 32,3 მლნ ლარი: დანამატი - 202,1 მლნ ლარი) შედეგად გამოდის, რომ 2019 წელს სახელმწიფო ხაზინას პრემია-დანამატები 36 მლნ ლარით გაუძვირდა.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი რაოდენობით პრემია-დანამატი შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიცა - 94,8 მლნ ლარი, რაც საერთო მოცულობის 35%-ს შეადგენს.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, თუ რა მოცულობის პრემია-დანამატი გაიცა სამინისტროებში:

  • მთავრობის ადმინისტრაცია: პრემია - 448 380 ლარი, დანამატი - 468 398 ლარი
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი: პრემია - 62 700 ლარი, დანამატი - 42 575 ლარი
  • ფინანსთა სამინისტრო: პრემია - 1,7 მლნ ლარი, დანამატი - 3,5 მლნ ლარი
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: პრემია 804 155 ლარი, დანამატი - 442 922 ლარი
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო: პრემია - 720 465 ლარი, დანამატი - 97 663 ლარი
  • იუსტიციის სამინისტრო: პრემია - 4,1 მლნ ლარი, დანამატი - 965 932 ლარი
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო: პრემია - 952 596 ლარი, დანამატი - 5,3 მლნ ლარი
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო: პრემია - 695 522 ლარი, დანამატი - 86 971 ლარი
  • თავდაცვის სამინისტრო: პრემია 1,1 მლნ ლარი, დანამატი - 11,4 მლნ ლარი
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: პრემია 2,2 მლნ ლარი, დანამატი - 802 526 ლარი
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო: პრემია 3,4 მლნ ლარი, დანამატი - 1,6 მლნ ლარი
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო: პრემია - 7,9 მლნ ლარი, დანამატი - 86,9 მლნ ლარი