როგორ გამოიყურება გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი, რომელიც ვიზიტორების მისაღებად მზადაა (+ფოტო)

უნიკალური ქვის ბაღი, სუბალპური და ალპური ზონებისთვის დამახასიათებელი მცენარეები და დასასვენებელი ზონები - გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი ვიზიტორების მისაღებად უკვე მზადაა.

ბაღის სტუმრებს წელს უნიკალური ქვის ბაღის ალპინარიუმის მონახულება შეეძლებათ, რომლის მოწყობაზეც ქართველ სპეციალისტებთან ერთად მიუნჰენის ბოტანიკური ბაღის მებაღეც მუშაობს. ალპინარიუმი 200 მ2 ტერიტორიაზე მცენარეებთან შერწყმული სპეციალური ქვების კომპოზიციებითაა წარმოდგენილი.

ბაღში, სტუმრებისთვის საპიკნიკე და საკემპინგე ზონებია მოწყობილი. გოდერძის ალპური ბაღი ჯამში 15 ზონას მოიცავს. გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი ხულოში, ზღვის დონიდან 1960 მეტრ სიმაღლეზე კურორტ გოდერძისთან ახლოს „შქერნალის“ ტერიტორიაზე მდებარეობს.