„პუმამ“ დახურული მაღაზიები სრულად გახსნა

გერმანული სპორტული ტანსაცმელის ბრენდმა „პუმამ“ განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო წამოქმნილმა გაურკვევლობამ ბაზარზე პროგნოზირება შეუძლებელი გახადა. - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

„ვირუსის მიმართ გაურკვევლობა და დაინფიცირებულთა რიცხვი მთელს მსოფლიოში ყოველდღე იზრდება, რაც შეუძლებელს ხდის ზუსტად განისაზღვროს ფინანსური ანგარიში“. - განაცხადა „პუმას“ მთავარმა აღმასრულებელმა ბჟერნ გულდენმა.

პანდემიის პერიოდში ლოქდაუნის გამო დაიხურა „პუმას“ მაღაზიების 85%, მეორე კვარტალი დაიწყო გაყიდვების მკვეთრი შემცირებით, აპრილში ეს მაჩვენებელი 55%-ით შემცირდა, ხოლო მაისში 38%-ით. რაც შეეხება ივნისს, შეინიშნებოდა ცოტაოდენი გაუმჯობესება, თუმცა გაყიდვები მაინც 6%-ით შემცირდა. ასევე ამ თვეში გაიხსნა პანდემიის გამო დახურული „პუმას“ მაღაზიების 85%.

„ბაზარი შეიძლება დაუბრუნდეს საწყის ნიშნულს 2020 წლის ბოლოს, 2021 წელი კი გვიჩვენებს, შენარჩუნდება თუ არა ზრდის ტემპი. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღის რისკი საკმაოდ მაღალია“, - ამბობს გულდენი.