ბრაზილია უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის საჰაერო საზღვარს ხსნის

ბრაზილია უცხო ქვეყნების მოქალაქეებს საჰაერო გზით შესვლის ნებართვას აძლევს. მედიის ინფორმაციით, შესაბამის განკარგულებას ხელი ოთხმა მინისტრმა მოაწერა და ის ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა.

დოკუმენტის თანახმად, ცვლილება მხოლოდ საჰაერო მიმოსვლას ეხება და სახმელეთო და საზღვაო საზღვრები მომავალი 30 დღის განმავლობაში კვლავ ჩაკეტილი რჩება.

ცნობისათვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში ბრაზილიაში კორონავირუსის 69 075 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 552 265-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, კოვიდ 19-ს კიდევ 1 595 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 90 013-ს მიაღწია.