იტალია კორონავირუსის გამო დაწესებულ საგანგებო მდგომარეობას 15 ოქტომბრამდე ახანგრძლივებს, - ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„მინისტრთა საბჭომ, პრეზიდენტ ჯუზეპე კონტეს შეთავაზების საფუძველზე, გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა,“- აღნიშნულია განცხადებაში.
საგანგებო მდგომარეობა, რომელიც იტალიამ 31 იანვარს გამოაცხადა, მთავრობას სპეციალურ ძალაუფლებას ანიჭებს, რითაც მას კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით გარკვეული შეზღუდვების დაწესება შეუძლია და დამატებით რესურსებზე წვდომის შესაძლებლობა აქვს.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის 246 776 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 35 129 ადამიანი.