საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1160 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 6 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 935-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 6489 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 337.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.