G7-ის ლიდერებმა პანდემიის პირობებში ტურიზმისა და ტრანსპორტის განახლების საკითხი განიხილეს

დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში ტურიზმისა და ტრანსპორტის განახლების საკითხი განიხილეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ით გამოწვეული პრობლემები ნარჩუნდება, დიდი შვიდეულის ექსპერტები გამოვიდნენ ინიციატივით, გამოცოცხლდეს გლობალური სატრანსპორტო სისტემა“, - ნათქვამია გავრცელებულ განცახდებაში.

შვიდეულის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის აუცილებლობას საერთაშორისო ორგანიზაციების, ეროვნული მთავრობებისა და სამრეწველო დარგების დონეზე. ასევე გაამახვილეს ყურადღება ტრანსპორტის მნიშვნელობაზე მსოფლიო ეკონომიკის აღდგენაში.

კოკა კვირკველია