აშშ არ დაკარგავს დომინანტ პოზიციას მსოფლიო ენერგეტიკის ბაზარზე. ამის შესახბ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„პირველად, თითქმის 70 წლის განმავლობაში, ჩვენ გადავიქეცით ენერგორესურსების მსხვილ ექსპორტიორად. ახლა აშშ არის ნავთობისა და ბუნებრივი აირის ნომერ პირველი მწარმოებელი ქვეყანა მსოფლიოში. იმისათვის, რომ გარანტირებულად შევინარჩუნოთ ეს პოზიცია შორეულ მომავალშიც, ჩემი ადმინისტრაცია დღეს აცხადებს გათხევადებული ბუნებრივი აირის ექსპორტის 2050 წლამდე გახანგრძლივების შესახებ“, - განაცხადა მან ტექსასში სიტყვით გამოსვლისას.
გარდა ამისა, ტრამპმა პირობა დადო, რომ აშშ ასევე დარჩება ლიდერი გარემოს დაცვის კუთხითაც. „ამავდროულად ჩვენ დამაჯერებლად ვიცავთ გარემოს. ჩემი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჰაერის დაბინძურება მნიშვნელოვნად შემცირდა. სანამ სხვა ქვეყნები აბინძურებენ ჰაერსა და ოკეანეს, ჩვენ არ შევწყვეტთ ლიდერობას’ - განაცხადა მან.
ტრამპმა გარემოს დაცვის კუთხით ცუდ მიდგომებში დაადანაშაულა რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი. „ჩინეთი, რუსეთი და ინდოეთი არ ზრუნავენ საკუთარ ჰაერზე“ -დასძინა მან.