იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა

იპოთეკურ სესხებზე 1 წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა.

საუბარია, ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე.

კერძოდ, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ივნისში ეროვნულ ვალუტაში გაცემულ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი - 13.1%; ხოლო გასული წლის ამავე პერიოდში - 10% იყო.

რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს, წინა თვეში საპროცენტო განაკვეთმა - 6.6%; ხოლო 2019 წლის ივნისში - 6.5% შეადგინა.

ამასთან, სებ -ის მონაცემებით, 2020 წლის ივნისში ეროვნულ ვალუტაში გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების მოცულობამ - 4,769 მლრდ ლარი; უცხოურ ვალუტაში კი - 6,427 მლრდ ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2019 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი - ეროვნულ ვალუტაში - 3,694 მლრდ; ხოლო უცხოურ ვალუტაში - 5,887 მლრდ ლარი იყო.

თაია არდოტელი