ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2020 წლის ივნისში სამომხმარებლო სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 16.2%-ით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით მეტია. თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის მაისთან შედარებით სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 1.4%-ით შემცირდა.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ივნისში ფიზიკურ პირებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთმა 19.5% შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.8%-ით მეტია, ხოლო 2020 წლის მაისთან შედარებით 2.1%-ით ნაკლებია.
უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ პერიოდში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შემცირებულია. კერძოდ, ივნისში უცხოური ვალუტით გაცემულმა სესხების საპროცენტო განაკვეთმა 6.9% შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.2%-ით ნაკლებია.
ნოდარ სირბილაძე