გერმანიის ეკონომიკა მეორე კვარტალში 10.1%-ით შემცირდა

კორონავირუსის პანდემიისგან დაზარალებული გერმანიის ეკონომიკა წლის მეორე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 10.1%-ით შემცირდა, - ამის შესახებ „როიტერსი“ გერმანიის სტატისტიკის სამსახურის პირველად მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

„ეს არის ყველაზე მკვეთრი ვარდნა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში 1970 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის კვარტალური გაანგარიშებები დაიწყო,” - აცხადებენ სტატისტიკის ოფისში.

გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, გერმანიის ეკონომიკა აპრილიდან ივნისამდე პერიოდში წინა წელთან შედარებით 11.7%-ით შემცირდა.