2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეკონომიკური კლიმატი მცირედით გაუმჯობესდა მეორე კვარტალთან შედარებით, მაგრამ გაუარესდა 2019 წლის მესამე კვარტალთან შედარებით - ამის შესახებ აღნიშნულია PMCG-ის კვლევაში.
„საქართველოს ეკონომიკური ვითარება მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, ქართველმა ეკონომისტებმა ასევე უარყოფითად შეაფასეს. ნიშანდობლივია, რომ მომდევნო ექვსი თვის მოლოდონები გაუმჯობესდა 2020 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, მაგრამ ოდნავ გაუარესდა 2019 წლის მესამე კვარტალთან შედარებით.
დამატებით, გამოკითხვის ფარგლებში, ექსპერტებმა გააკეთეს პროგნოზი საქართველოს ძირითად მაკროეკონომიკურ ინდიკატორებზე. შედეგების მიხედვით, 2020 წლის მესამე კვარტალში, რეალური მშპ-ს მოსალოდნელი ზრდის პროგნოზი 2020 წელს შეადგენს -5%-ს.
სხვა ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორების პროგნოზი შემდეგნაირია:
კვლევაში საუბარია პოსტ-პანდემიურ პერიოდზეც და ქართველი ეკონმისტების მოლოდინებზეც. ექსპერტების უმრავლესობის (60%) აზრით, ეკონომიკას 12-18 თვე დასჭირდება პრე-პანდემიური მდგომარეობის მისაღწევად. დამატებით, ეკონომისტებმა დაასახელეს ის დარგები, რომლებიც ყველაზე სენსიტიურები არიან პანდემიის მიმართ.
„გამოკითხვის შედეგად, ექსპერტების 93% ასეთ დარგად განსახლებისა და კვების ობიექტების სექტორი დაასახელა, ხოლო საცალო ვაჭრობა - 67%-მა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ეკონომისტების 47%-მა მთავრობის მხარდაჭერას ბიზნესისადმი “ნაწილობრივ საკმარისად” აფასებს, 20%-მა მხარდაჭერის პაკეტის მოცულობა დადებითად შეაფასა, ხოლო 33%-მა - უარყოფითად. ამასთან, მთავრობის მხრიდან მოსახლეობის მხარდაჭერის პაკეტის მოცულობას (როგორც დაქირავებული, ასე თვითდასაქმებული პირების) ექსპერტთა 40% “ნაწილობრივ საკმარისად” აფასებს, 33%-მა მხარდაჭერა დადებითად მიიჩნია, ხოლო 27%-მა - უარყოფითად.